“გამოანათე” არის შენთვის

გაქვს, ერთი შეხედვით, სასურველი სამსახური ან საკუთარი საქმე, მაგრამ მაინც გეფიქრება, იქნებ ამაზე მეტი შემიძლია? მინდა კი ამის კეთება სიმადვილეში?

გაქვს ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ურთიერთობა პარტნიორთან, შვილთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან, ოჯახის წევრებთან, მაგრამ მაინც ხშირად გაქვს სიცარიელის შეგრძნება, ხანდახან კი წყენაც, ბრაზიც და აგრესიაც.

შენი თავისთვის, შენი სურვილებისთვის საკმარისი დრო გაქვს? შეიძლება დრო კი გაქვს, მაგრამ ხშირად ენერგია აღარ გყოფნის, ან ამ ენერგიას სხვა “უფრო მნიშვნელოვანი” საქმეებისთვის და ადამიანებისთვის ინახავ, საბოლოოდ კი ადგილი აღარ გრჩება სილაღისთვის, სიხარულისთვის.

“თავმდაბალი” ადამიანი ხარ და ამის გამო გიჭირს გააჟღერო შენი საჭიროებები, მაგალითად ხელფასის მომატების თხოვნა უფროსთან, ან დაწინაურების სურვილის გაზიარება, ან დაუკმაყოფილებელი საჭიროებები პარტნიორთან, თუმცა ეს ყველაფერი შინაგანად გაწუხებს.

“გამოანათეს” მიზანი

კარგი ამბავი ის არის, რომ ყველაფერი, რაც ახლა გვაქვს: ურთიერთობები, კარიერა, ოჯახი, მიღწევები, ჩვენი ჯანმრთელობა და ფიზიკური მდგომარეობაც კი, ჩვენი ფიქრის პროცესის ლოგიკური შედეგია. ამიტომ, ნებისმიერი მათგანის ცვლილების ღილაკი ჩვენს ხელშია, უფრო სწორად კი ჩვენს გონებაში. მაგრამ, ჩვენი ფიქრების 95% იმდენად ავტომატურად გვაქვს გამჯდარი/დასწავლილი, რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ განსაზღვრავენ ისინი ჩვენს რეალობას ჩვენგან დამოუკიდებლად.

“გამოანათეზე” აღმოვაჩენთ ამ ავტომატურ ფიქრებს, ვნახავთ როგორ მოქმედებენ ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ ნაწილზე, საიდან მოდიან და როგორ შეიძლება მათი მართვა ისე, რომ გვქონდეს ცხოვრება, რომელზე გაფიქრებაც კი თვალებს აგვინთებს.

ონლაინ ფორმატი

300 ლარი

24 სექტემბერი – სრული დღე

ფიზიკური ფორმატი

1000 ლარი

25 სექტემბერი – სრული დღე

გამოანათეს გუნდი

“გამოანათე” “ლეო ინსტიტუტის” სემინარია. Ჩვენი გუნდი უკვე 40 წელია სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს სემინარებს და ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას თვითშემეცნების გზით, გაცნობიერებულად შექმნან სილაღითა და ხალისით სავსე ცხოვრება.
ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანში არის უსაზღვრო შემოქმედებითი ძალა და მაშინ ვცხოვრობთ სრულფასოვნად, როცა ვიწყებთ მის გამოყენებას, ვწყვეტთ მტკიცებას და ბრძოლას თვითდამკვიდრებისთვის და ვქმნით ჩვენს ცხოვრებას, ნაცვლად იმისა, რომ ვემსახურებოდეთ იმას, რასაც სხვები მოელიან ჩვენგან ან რასაც სიტუაციები გვიბიძგებს, რომ უნდა გავაკეთოთ.

სამი კოენი

ანა კოენი

თინა კუხიანიძე

გიორგი ბურჭულაძე

გამოანათე ორგანიზაციებისთვის

ორგანიზაციების კონტექსტში სემინარის მიზანია დავინახოთ, როგორ ქმნის ჩვენი ფიქრები და რწმენები იმ რეალობას, რომელშიც ვმუშაობთ. როგორ ვქმნით ჩვენი არაცნობიერი ქცევებით სირთულეებს ჩვენი კოლეგებისთვის, როგორ შეგვიძლია სხვა პერსპექტივა გვქონდეს ერთსა და იმავე საკითხზე, რა გვიშლის ხელს გუნდურ მუშაობაში. მონაწილეები ამბობენ, რომ “გამოანათეს” შემდეგ გაცილებით უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობენ თანამშრომლებთან და ამ ერთ დღეში სულ სხვა ადამიანს ხედავენ მათ კოლეგებში. “გამოანათე” უხსნის გზას თითოეულ მონაწილეს, რომ გახდეს უკეთესი თანამშრომელი და უკეთესი გუნდის წევრი, რომელიც უფრო მეტად ავლენს საკუთარ პოტენციალს.

კონტაქტი

დამატებითი კითხვებისთვის, დაგვიკავშირდით

ეკო ჩუბინიძე

კომუნიკაციების მენეჯერი

+995 598 32 92 60
ekoch@leo.institute

Copyright by Leo Institute. Developed by Brandify.ge